სტუმარ-მასპინძელი
თებერვლის თვეში,ვირუსული ინფექციების ფონზე ინგა ექიმის სტუმრობა ჩვენს კლასში და მისი დარიგებების მოსმენა,ნამდვილად,კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ჩემი პატარებისათვის.მოსწავლეებმა ინგა ექიმს გაუზიარეს ბუნების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა წამლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ,ინგა ექიმი კი ბავშვებს ესაუბრა გადამდები ინფექციებისა და მისგან თავდაცვის საშუალებებზე,ვიტამინებზე,ხელების ხშირად დაბანაზე.
თებერვალში, ანბანის დასრულება აღვნიშნეთ სკოლის ბიბლიოთეკაში პირველი სტუმრობით.მოსწავლეებს ქეთი მასწავლებელმა უმასპინძლა,გააცნო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები,სად იყო განთავსებული საბავშვო წიგნები,ბავშვებმა სიხარულით ამოარჩიეს წიგნები,დაათვალიერეს,ქეთი მასწავლებელმა მათ სიმბოლურად წიგნები დაურიგა.ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით ჩვენს საკლასო ოთახში.
Comments
Post a Comment