გაკვეთილი,,აი ია"
აი ია, აი ია, ნუკრის თვალი სანუკვარი, დღეს პირველად კითხვას ვიწყებ, გამეხსნება ცოდნის კარი. გაკვეთილს საზეიმო ელფერი ჰქონდა,საკლასო გარემო გავალამაზე იისფერი ბუშტებითა და ყვავილებით,დავგეგმე ისეთი აქტივობები,რომელიც საინტერესო და სახლისო იქნებოდა ჩემი პატარებისათვის.გავაცანი ინფორმაცია დედაენის ავტორის შესახებ,ვაჩვენე ბასტი-ბუბუს ვიდეო,წიგიდან დაკარგული ასოები ი და ა ია გოგომ მოგვიყვანა და ერთად მივუჩინეთ ადგილი,დავაკავშირეთ ი-ზე და ა-ზე დაწყებული სურათები ამ ასოებთან,მოსწავლეებმა ღია ბარათებში ჩააწებეს,გამოძერწეს,შეადგინეს პირველი წინადადება ,,აი ია".გაკვეთილზე მოწვეულმა სტუმრებმა შეგვაქეს და წარმატება გვისურვეს.