Posts

სასწავლო წლის დასაწყისი

ისევ პირველ კლასში,ჩემთვის განახლებული,დაუვიწყარი ემოციებით. . . ძალიან ბევრი ვიფიქრე როგორ გამელამაზებინა ეს დღე ჩემი პატარა პირველკლასელებისათვის,რომ მათთვისაც დაუვიწყარი გამხდარიყო სკოლის პირველი დღე,პირველი ემოცია,პირველი გაკვეთილი. . . შევარჩიე ფერები,დავამზადე გულსაკიდი სახელი-გვარით და წარწერით,,მე მოსწავლე ვარ"გავალამაზე დაფა,ფანჯრები,ფერადი სამყარო ხომ აუცილებელია პატარებისათვის და პირველი დღეც დადგა. . .

გაკვეთილი,,აი ია"

აი ია, აი ია, ნუკრის თვალი სანუკვარი, ​ დღეს პირველად კითხვას ვიწყებ, ​ გამეხსნება ცოდნის კარი. გაკვეთილს საზეიმო ელფერი ჰქონდა,საკლასო გარემო გავალამაზე იისფერი ბუშტებითა და ყვავილებით,დავგეგმე ისეთი აქტივობები,რომელიც საინტერესო და სახლისო იქნებოდა ჩემი პატარებისათვის.გავაცანი ინფორმაცია დედაენის ავტორის შესახებ,ვაჩვენე ბასტი-ბუბუს ვიდეო,წიგიდან დაკარგული ასოები ი და ა ია გოგომ მოგვიყვანა და ერთად მივუჩინეთ ადგილი,დავაკავშირეთ ი-ზე და ა-ზე დაწყებული სურათები ამ ასოებთან,მოსწავლეებმა ღია ბარათებში ჩააწებეს,გამოძერწეს,შეადგინეს პირველი წინადადება ,,აი ია".გაკვეთილზე მოწვეულმა სტუმრებმა შეგვაქეს და წარმატება გვისურვეს.

ახალი წელი მოსულა

დეკემბრის თვეში დავიწყეთ საახალწლო სამზადისი.მშობლების ჩართულობით გავალამაზე საკლასო ოთახი,მოსწავლეებმა თავად მორთეს ნაძვის ხე.საახალწლო ღონისძიებისათვის მოვამზადეთ ლექსები,სიმღერები,სიტყვები,ინსცენირება. ზეიმის შემდეგ მშობელთა ინიციატივით მოსწავლეებმა ნახეს ექსპერიმენტორიუმის საახალწლო შოუ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

ჩვენც შევუერთდით წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს.გამოვიყენე აქტივობა,,დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა"წავიკითხეთ,,კუ და კატა"აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც.ბავშვებს წაუკითხეს წიგნები.ამის შემდეგ მოსწავლეებს სათითაოდ დავურიგე პატარა წიგნები,მათ დაათვალიერეს, ამოიკითხეს წინადადებები.გამოთქვეს აზრი წიგნის,ილუსტრაციების შესახებ.

სტუმარ-მასპინძელი

თებერვლის თვეში,ვირუსული ინფექციების ფონზე ინგა ექიმის სტუმრობა ჩვენს კლასში და მისი დარიგებების მოსმენა,ნამდვილად,კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ჩემი პატარებისათვის.მოსწავლეებმა ინგა ექიმს გაუზიარეს ბუნების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა წამლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ,ინგა ექიმი კი ბავშვებს ესაუბრა გადამდები ინფექციებისა და მისგან თავდაცვის საშუალებებზე,ვიტამინებზე,ხელების ხშირად დაბანაზე. თებერვალში, ანბანის დასრულება აღვნიშნეთ სკოლის ბიბლიოთეკაში პირველი სტუმრობით.მოსწავლეებს ქეთი მასწავლებელმა უმასპინძლა,გააცნო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები,სად  იყო განთავსებული საბავშვო წიგნები,ბავშვებმა სიხარულით ამოარჩიეს წიგნები,დაათვალიერეს,ქეთი მასწავლებელმა მათ სიმბოლურად წიგნები დაურიგა.ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით ჩვენს საკლასო ოთახში.

დედაენისა და დედამიწის დღე

დისტანციური სწავლების სირთულეების ფონზე,მაინც მოვახერხეთ მნიშვნელოვანი დღეების შესახებ აქტივობების განხორციელება.მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილზე გავაცანი ამ დღეებთან დაკავშირებული პრეზენტაციები და მათგანაც მივიღე უკუკავშირი ნახატების სახით.

ჩვენი ნამუშევრები

ახალი,უჩვეულო და მოულოდნელი გამოწვევა იყო მასწავლებლებისათის,მოსწავლეებისათვის და მათი მშობლებისათვის დისტანციური სწავლება.ვაღიარებ,რომ განსაკუთრებული სირთულე პირველკლასელებისათვის აღმოჩნდა,რადგან სწავლა-სწავლებამ,რომელიც,ისედაც რთულია პირველ კლასში,საკლასო ოთახიდან და რეალური ურთიერთობიდან სახლში,კომპიუტერის ეკრანზე გადაინაცვლა. მშობელთა ჩართულობით,ბავშვებიისა და ჩემი მონდომებით, გადავლახეთ ეს რთული პერიოდი და უამრავი საინტერესო დავალება,ნახატი და ვიდეო  დაგვიგროვდა.